„მოძრაობა შქმერისთვის“ - აქცია კანცელარიასთან

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობამ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაცემა გააპროტესტეს და ამ ლიცენზიების გაუქმება მოითხოვეს. მათი შეფასებით, სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის ივლისში, არაკანონიერად გასცა. მათივე თქმით, პროცესი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი ჩართულობის გარეშე მოხდა. შქმერის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის დიდი ფართობი გამოსაყენებლად უვარგისი გახდება, შეიცვლება ლანდშაფტი, გაიზრდება ეკოლოგიური პრობლემები. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ლიცენზიების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.