მოძრაობა „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს, ისინი ვარკეთილის სასაფლაოზე სპეცრაზმელის ცემის შედეგად მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას მხარდასაჭერად, აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები ხელს აფარებენ მეორე სპეცრაზმელს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იქ იმყოფებოდა და ცემაში მონაწილეობდა და აცხადებენ, რომ სისტემა არის შესაცვლელი.