მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ გეგმა

მოძრაობა„რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას 4 ოქტომბერს შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს დღე „ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობის დღედ გამოცხადდება“. ბურჭულაძე მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ეროვნული კრება ჩატარდება, სადაც ქართველი ხალხი ხმას საქართველოს გათავისუფლებას მისცემს.