მოძრაობა პარალიზებულია ხაშურიდან საჩხერის მიმართულებით - სოფელ გომის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

უკვე ერთ საათზე მეტია, მოძრაობა პარალიზებულია ხაშურიდან საჩხერის მიმართულებით. საავტომობილო გზა გომის მოსახლეობამ გადაკეტა.

აქციის მონაწილეები მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდას და სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არ დაიშლებიან, სანამ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს არ შეხვდებიან.

ნინო ფისაძე დეტალებით – რა ვითარებაა ადგილზე ამ დროისთვის?