მოძრაობა „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა

კიდევ ერთი სადავო საკანონმდებლო ინიციატივა. პოლიტიკური ვნებათაღელვის და პროტესტის მიზეზი ხდება „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი.

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ავტორობით შემუშავებული დოკუმენტის მთავარი ადრესატი მესამე სექტორია. პროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების წარმომავლობის გასაჯაროებას ავალდებულებს, რასაც ინიციატორები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. დოკუმენტი უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნასაც გულისხმობს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია კანონპროექტში სამოქალაქო სექტორის გაკონტროლების და მათ წინააღმდეგ რუსული მეთოდებით ბრძოლის საფრთხეს ხედავს. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ.