„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები ამერიკის საელჩოს ისევ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ოთხეული ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. ინტერვიუში ეველინ ფარკა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთს სანქცირების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს. სწორედ ამ განცხადებას უწოდებენ „ხალხის ძალის“ წევრები მიუღებელს და აცხადებენ რომ, რასაც ამერიკა მისი ოფიციალური წარმომადგენლის ელჩის მეშვეობით ვერ ამბობს, ახლა სწორედ ეველინ ფარკამ გაახმოვანა. მმართველ გუნდს გამიჯნული დეპუტატების მოსაზრებით, ეველინ ფარკას ინტერვიუ ამყარებს მათ დასკვნებს იმის შესახებ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა სურს. „ხალხის ძალის“ წევრები ხელისუფლებას რეაგირებისკენ და საპასუხო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
რა შეფასებები მოჰყვა ოთხეულის მორიგ წერილს – მანანა დევაძე დეტალებით.