მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებზე მორიგ წერილს აქვეყნებენ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები: ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი, მაჭარაშვილი. განცხადებას პარლამენტის ვებ-გვერდი ავრცელებს. დეპუტატები ეხმაურებიან კელი დეგნანის განცხადებებს 2020 წლის არჩევნებზე, ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, გავრილოვის ღამესა და მოძრაობა „სირცხვილიაზე“. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები ელჩს მადლობას უხდიან ე.წ. აღიარებით განცხადებებისთვის და მიიჩნევენ, რომ კელი დეგნანის სიტყვების არსია აღიარება, რომ საელჩო რადიკალური ოპოზიციის მოქმედებებსა და განცხადებებს მხარს უჭერს.