მოძრაობა „გაბედეს“ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში მოძრაობა „გაბედეს“ წევრები იკრიბებიან. „გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის“ – ამ სლოგანით მივიდნენ აქტივისტები დღეს ინგოროყვას ქუჩაზე.

აქციაზე დღეს გამოსვლებიც არის დაგეგმილი. შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიოს.