მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ საზოგადოებრივ შეკრებას მართავს

მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივ შეკრებას მართავს. მოძრაობის დამფუძნებელი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ მათ არ მოსწონთ არსებული პოლიტიკური ვითარება და მათი მიზანია, სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ.

შეკრებაზე იმყოფებიან „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის დავით უსუფაშვილი. იგეგმება თუ არა „დაიცავი საქართველოს“ ფარგლებში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, მოძრაობის წარმომადგენლები ამას არ გამორიცხავენ, თუმცა, ამბობენ, რომ  პოლიტიკური გადაწყვეტილებები სამომავლოდ იქნება მიღებული.