„მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ 4 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება

12:17, 26.09.2025

ორგანიზაცია „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რატი აბაკელიას თქმით, ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციისგან 17 სექტემბერს მიიღო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი. „ამომრჩეველთა ლიგა“ არჩევნების პროცესს საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდება.

მოძრაობის თავმჯდომარის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს დამკვირვებელთა გადამზადება, ხოლო პარალელურად, ორგანიზაცია უკვე აწარმოებს წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვებას და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შუალედურ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს.

მათი განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგამ“ წარმატებით განახორციელა სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ორგანიზაცია 2000 წელს დაფუძნდა.

მსგავსი