მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

 ოჯახურ ძალადობაზე კონტროლი დღეიდან კიდევ უფრო მკაცრდება. მოძალადეს სამართალდამცავები შემაკავებელი ორდერის გარდა, ახალი მექანიზმით გააკონტროლებენ. ეს არის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა – ანუ დამნაშავეს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ, რომლითაც მისი მსხვერპლთან მიახლოების პრევენცია მოხდება. თუმცა, ამ სისტემის ამოქმედებისთვის ძალადობის მსხვერპლის თანხმობა და განმეორებითი საფრთხის არსებობის დასაბუთებაა საჭირო.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ოთხიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლია. სწორედ სტატისტიკას უკავშირდება კანონის გამკაცრება. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ძალადობას ვერ აკავებს.