მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურა

21:05, 13.09.2026

სასწავლო წელი იწყება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით არაერთ სკოლაში პროცესი ვერ განახლდება. მიზეზი მიმდინარე ან გაჭიანურებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია, დაუსრულებელი პროექტების გამო, ყველაზე მეტად მოსწავლეები და მათი ოჯახები ზარალდებიან. ბავშვების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა სკოლებში უწევს სწავლა, ზოგ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, მეორე ან მესამე ცვლაში. ამ პრობლემის შესამცირებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია სასწავლო დანიშნულების მქონე შენობებზე, რომლებშიც სრულფასოვანი საკლასო ოთახების, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეების, სანიტარული კვანძების, გათბობა-გაგრილების, ელექტრო და უსაფრთხოების შესაბამისი სისტემების მოწყობაა შესაძლებელი. დროებითი სასწავლო სივრცე ახალ ან სრულად რეაბილიტირებულ სკოლამდე მოეწყობა იმ სოფლებშიც, სადაც არსებული პრობლემების შესახებ „მოამბე – რეგიონებში“ არაერთი რეპორტაჟი მომზადდა.

გენო ოსიყმაშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი