„მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“

„მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“, – საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებზე კეთდება, რადგან სოფლებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინების სარგებელზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. ცნობილ ეპიდემიოლოგებთან ერთად ცნობიერების ამაღლების კამპანიაში საერთაშორისო ექსპერტები, ოჯახის ექიმები და ამცრელი ბრიგადებიც არიან ჩართული. ისინი კარდაკარ დადიან და მოქალაქეების დარწმუნებას ცდილობენ. დაკვირვება აჩვენებს, რომ დეტალური ინფორმაციის და კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, დამყოლობა საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ახალ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტები განმარტავენ, რომ აცრილი ადამიანების შემთხვევაში ვირუსის გადადების პერიოდი და ინფიცირების რისკები მკვეთრად შემცირებულია.