Moby-ის კონცერტი რუსთავში

12:37, 31.07.2026

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი, ამერიკელი მუსიკოსი Moby, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგა. საათნახევრიანი პროგრამის განმავლობაში მომღერალმა ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი, მაყურებელს ქართულად გადაუხადა მადლობა და უთხრა, რომ საქართველოზე შეყვარებულია. 23 სტუდიური ალბომის ავტორს, მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის „გრემის“ ექვსგზის ნომინანტი და არაერთი ჯილდოს მფლობელია. კონცერტს 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

მსგავსი