„მოამბის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში

მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.

ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე სტიქიის ზონაში საქართველოდან ავტომობილით ჩავიდნენ. რა ვითარებაშია ქვეყანა, რომელიც გუშინ გამთენიისას ბოლო 80 წლის განმავლობაში მომხდარმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ შეძრა, – ნოდარ ჩაჩუა პირდაპირ ეთერში.