„მოამბე“ სტიქიით დაზარალებულ რეგიონში
ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილია საქართველოს კიდევ ერთი დაღუპული მოქალაქე.
თურქეთის ქალაქ ადიამანში ქართული სამაშველო დანაყოფი მუშაობს. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დამატებით, თურქეთში კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნა. მათ გავლილი აქვთ სტიქიური მოვლენების დროს მოქმედების სპეციალური კურსი. ადიამანში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.