#მოამბე - შეხვედრა ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან

დამწვარ სავაჭრო ცენტრზე სახურავის დემონტაჟი დღეს დაიწყება. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. “ქალაქის გულის” დამწვარ ნაწილში შესვლის უფლება მხოლოდ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გაიცა. სახურავის დემონტაჟის შემდეგ კი, საქმეში უკვე არქიტექტორები ჩაერთვებიან, რომლებმაც შენობის აღდგენის გეგამ უნდა შეიმუშაონ. არსებული მდგომარეობა და მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.

კახა კალაძე მოვაჭრეებსაც გაესაუბრა. მისი თქმით, დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება და მიმდინარეობს მუშაობა მათი საბანკო კრედიტების გადავადებაზე.