„მოამბე – რეგიონების“ სტუმარი – მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ ორგანიზებით, 21-28 თებერვალს სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. უკვე მესამედ, საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს. მსოფლიო ტური ჯამურად 300 მილიონ მაყურებელს ფარავს. რატომ არის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვანი ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად საქართველოს სამთო კურორტების წარმოსაჩენად, ამ და სხვა თემებზე,
„მოამბე – რეგიონების“ სტუმარი – „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე.