დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს იმერეთშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. რეგიონში თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში ორ მეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდათში, ვანში, ხარაგაულსა და სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია თავდაცვის ძალებიც.
რა ვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო ინფორმაციით, 5 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. „მოამბე რეგიონების“ სტუმარია, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი.
მოამბე რეგიონები