„მოამბე რეგიონები“

დღეიდან საქართველოს პირველ არხზე ყოველ პარასკევს, 18:00 საათზე ეთერში „მოამბე რეგიონები“ გავა – საქართველოს ყველა კუთხესა და რეგიონში არსებული სიახლეები, პრობლემები, გამოწვევები იქნება მთავარი თემები. ჩვენი ჟურნალისტების რეპორტაჟებში რეგიონებში არსებული ყველა აქტუალური საკითხი მოხვდება.

„მოამბე რეგონები“ მაქსიმალურად შეეცდება, შევიდეს ყველა რაიონსა და სოფელში და გაგაცნოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა. დღევანდელი ეთერი კი მთლიანად საქართველოს კუთხეებში არსებულ საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს დაეთმობა.