დამდეგ ახალ წელს ბათუმიდან მოგილოცავთ „ორიონი“. მუსიკალურმა ბენდმა ექვსი წლის წინ სპონტანურად შექმნა „აჭარულის“ ახალი ვერსია, რომელიც უმოკლეს დროში გახდა პოპულარული და „განდაგანას“ ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიად მიიჩნევა. საქართველოში დღეს ყველა კარგად იცნობს „ორიონის“ „აჭარულს“, სიუჟეტში კი გაგაცნობთ ბენდის წევრებს და მოგიყვებით, როგორ იქმნებოდა ინტერნეტსივრცეში ჰიტად ქცეული კომპოზიცია.
რეპორტაჟი ბათუმიდან.