არჩილ ტატუნაშვილის საქმის გარდა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის ქვეყნაში სტუმრობაზეც ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ასევე ბაკურიანის მოწყობის გენერალურ გეგმასა და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე.
მთავრობის სხდომა უკვე 2 საათია მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.