„მოამბე“ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ქართველი მაშველები გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.

სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი აღჭურვილობით ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მაშველი ძაღლებით მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები. ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენა და გამოთავისუფლება წარმოადგენს. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. გასულ ღამეს თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ პირველი არხის ჯგუფმა გადაიღო. ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე მე-3 დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. ადიამანში არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემებს ნოდარ ჩაჩუა პირდპირ ეთერში მოგვაწვდის.