#მოამბე მარნეულიდან - ვითარება კარანტინის ზონაში

მარნეულში, სადაც კარანტინი ერთი კვირის წინ გამოცხადდა, ინფიცირებულთა რიცხვი აღარ გაზრდილა. დღეს ყველა შესაძლო შემთხვევაზე, საავადმყოფომ ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღო. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება. ამ მომენტისთვის უკვე 83-ზე მეტი ადამიანია შემოწმებული. მკაცრად კონტროლდება მუნიციპალიტეტის ყველა შესასვლელი. ხვალიდან საკარანტინე რეჟიმს,კომენდანტის საათიც დაემატება.

ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან ბოლო ინფორმაციით.