#მოამბე მარნეულიდან - ვითარება კარანტინის ზონაში

კოვიდ 19-ის დღეს გამოვლენილ ახალ შემთხვევებს შორის, ორი პაციენტი მარნეულიდან და ბოლნისიდანაა. ინფიცირებულები თბილისში გადმოიყვანეს. ორივე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. დღეს მარნეულის საველე ჰოსპიტალში კიდევ 18 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ. თვრამეტივე პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია.