საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქი ისევ მსოფლიო კინოვარსკვლავების თავშეყრის ადგილია.
სამზადისი დასრულებულია, კანის 78-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის ფარგლებში არაერთი პრემიერა, კინოჩვენება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. მთავარი ჯილდოს – „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად წელს 22 მხატვრული ფილმი იბრძოლებს. სანამ ჟიური საუკეთესო კინონამუშევრებს გამოავლენს, მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ფესტივალის წითელი ხალიჩა იყო – მათ შორის „მოამბის“ ობიექტივმა თანამედროვე კინოს არაერთი გამორჩეული და ლეგენდარული სახე დააფიქსირა.
„მოამბე“ კანიდან – წლის მთავარ კინოდაჯილდოებას თამარ ჯალაღონია აშუქებს.