„მოამბე“ კანის კინოფესტივალიდან 

კანი კინოხელოვანების ყურადღების ცენტრში რჩება.

საფრანგეთში კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. წითელ ხალიჩაზე ახლა მსოფლიო ვარსკვლავებს ელოდებიან. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ამერიკელი რეჟისორის ფილმის პრემიერა. ლაიკ ლის ნამუშევარი highest to lowest არასაკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

მედიის წარმომადგენლები ახლა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელს, ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, დენზელ ვაშინგტონს, ასევე მომღერალ ასაპ როკის ელოდებიან, სავარაუდოდ კანშია რეპერის მეუღლე, ცნობილი მომღერალი რიანაც.

„მოამბე“ კანიდან – პრესტიჟულ კინოფესტივალს თამუნა ჯალაღონია აშუქებს.