„მოამბე“ კანის კინოფესტივალიდან
ქართული სივრცე კანში.
კანის კინოფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კინობაზრობაზე საქართველო წელსაც არის წარმოდგენილი. მოწყობილია ქართული პავილიონი, სადაც კინო-ცენტრის წარმომადგენლები და ქართველი რეჟისორები სტუმრებს საკუთარ ქვეყანას და კინო-პროდუქციას აცნობენ. ასევე იმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კინო-მწარმოებლებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
მსოფლიო კინოინდუსტრიის და გლობალური კინოკომპანიების წარმომადგენლებს, ქართულ კინო პროდუქციიის გაცნობასთან ერთად, ინფომრაციას აწვდიან იმ შეღავათების შესახებ, რასაც პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდში საქართველოში უკვე მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერი არაერთი ფილმია გადაღებული.
თამარ ჯალაღონიას და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟი კანიდან.