ანიმაციური პერსონაჟებით, საახალწლო ილუმინაციებით, საბავშვო და თემატური სივრცეებით დატვირთულია დედაენის ბაღი და ორბელიანის მოედანი, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება იმართება. სრიალის მოყვარულებს კი იუსტიციის სახლთან მასშტაბური ყინულის მოედანი დაგხვდებათ.
რა ხდება ამ წუთებში ორბელიანის მოედანზე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე – თამარ ჯალაღონია დეტალებით.