„მოამბე“ გილოცავთ ახალ წელს

სამ საათში 2022 წელი დგება. ქვეყანა ახალი წლის შესახვედრად ემზადება.

უკვე მეორე წელია, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დღესასწაული კოვიდ-პანდემიის ფონზე აღინიშნება. თუმცა, შარშანდელისგან გასხვავებით, წელს მოქალაქეებს საახალწლო კონცერტებზე დასწრება უკვე შეუძლიათ. თბილისსა და ყველა ქალაქში ახლა საკონცერტო სამზადისი და ახალი წლის მოლოდინია. დედაქალაქში გალა-კონცერტს რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს, საიდანაც ცნობილი მომღერლები მოსახლეობას 2022 წლის დადგომას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით და ყველასთვის საყვარელი სიმღერებით მიულოცავენ.