„მოამბე“ დღეს იუბილარია – ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვება ეთერში ზუსტად 57 წლის წინ გავიდა. 1968 წლის 4 იანვარს ქვეყნის პირველ ტელევიზიაში ახალი ამბების რედაქცია გაჩნდა. პროგრამისთვის სათაური მთავარი რედაქციის ხელმძღვანელმა, თამაზ ხომერიკმა ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია. პირველი ეთერი ერთი ტელეკამერით 15-მა ჟურნალისტმა მოამზადა. რეპორტაჟების ნაცვლად, ეთერში ფოტოკოლაჟები გადიოდა.
„მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს ოქროს ფონდში ინახება „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული უნიკალური კადრები, მათ შორის 9 აპრილის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნებისა და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა. გადაცემას რამდენჯერმე შეუცვალეს სახელწოდება, იყო „პირველები“, „მაცნე“, „მთავარი“, თუმცა, დროს მხოლოდ „მოამბემ“ გაუძლო.
მოამბე