„მოამბე“ 57 წლისაა

 „მოამბე“ დღეს იუბილარია – საინფორმაციო გამოშვება ეთერში ზუსტად 57 წლის წინ გავიდა. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს ოქროს ფონდში ინახება „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული უნიკალური კადრები, მათ შორის 9 აპრილის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნებისა და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა. გადაცემას რამდენჯერმე შეუცვალეს სახელწოდება, იყო „პირველები“, „მაცნე“, „მთავარი“, თუმცა, დროს მხოლოდ „მოამბემ“ გაუძლო.