#მოამბე 22 საათზე, 29 ივნისი, 2021 #LIVE
• 1194 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 22 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ინფიცირების ტემპის მატება, ვირუსის შედარებით მძიმე მიმდინარეობა და ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა ინდურ შტამს უკავშირდებოდეს
• ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე საქართველოს წარმომადგენლობა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებას მოითხოვს – შეხვედრები მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველი საკითხები და ქართული დელეგაციის მოლოდინი
• ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება შავ ზღვაში და რუსეთის მწვავე რეაქცია – „სი ბრიზ 2021“-ში 30 ქვეყანას შორის საქართველოც ერთვება. რუსეთი საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას ცდილობს, აშშ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზღვაო წყლები ყველასთვის ღიაა
• მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე და კელი დეგნანის გზავნილები – მმართველი გუნდი პროცესის შეჩერებას არ აპირებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს