#მოამბე 22 საათზე, 18 ივნისი, 2021 #LIVE
• გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხი თვის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერები დამონტაჟებულია, დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად შეცვლილია ხმები, სიტყვები და ჩანაწერის შინაარსი
• პირველი ივლისიდან ქვეყანაში გაზზე მომუშავე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს – რეალიზატორები აცხადებენ, რომ მოსახლეობა მკვეთრად გაძვირებული პროდუქციის შეძენას ვეღარ შეძლებს და კერძო სექტორი მილიონობით ზარალს ნახავს; მთავრობა რეგულაციის გადავადების საკითხს განიხილავს
• 19 ივნისს ანტალიაში დიპლომატიური ფორუმი იხსნება, სადაც რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილება – ფორუმში 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს; დავით ზალკალიანი რეგიონში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს