#მოამბე 22 საათზე, 14 ივნისი, 2021 #LIVE
- ნატო აცხადებს, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში ღირებული მოკავშირეა და ის ალიანსის წევრი უნდა გახდეს – სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ორი პუნქტი საქართველოს ეთმობა; გზავნილები ბრიუსელიდან და პოლიტიკური შეფასებები
- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს – დაწესებულების კარი მედიისთვის პირველად გაიღო; ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა პანსიონში სახალხო დამცველი; საკადრო ცვლილებები და ახალი ხელმძღვანელის გეგმები
- თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე, თუმცა სტაბილურია – დაშავებულები, რომელთა შორის ერთ-ერთი მოზარდია, ინტენსიურ მკურნალობას გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება