#მოამბე 21 საათზე, 11 ივლისი, 2023 #LIVE

21:00, 11.07.2023
  • ნატო-ს სამიტი ვილნიუსში, ალიანსის გაუბედაობით უკმაყოფილო ზელენსკი, სკეპტიკურად განწყობილი ქართული ოპოზიცია და საქართველო ისტორიული სამიტის კომუნიკეს მოლოდინში – „ქართული ოცნება“ ნატოსგან საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდას ელის; დეტალები ლიეტუვას დედაქალაქიდან
  • ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი – ქართული დელეგაციის დღის წესრიგი, ექვსპუნქტიანი გეგმა და მთავარი საკითხები; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და დევნილთა დაბრუნება მოუწევს
  • სტიქია დასავლეთ საქართველოში – ადიდებული მდინარეები, ღვარცოფი, მეწყერი, დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და კომუნიკაციების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა; ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს და მიყენებულ ზარალს ითვლის
  • პრემიერა თუმანიშვილის თეატრში – სპექტაკლი „უხერხემლო“, ერთი წარმოსახვითი ოჯახის რეალობა და დრამა სოფლად დარჩენილი მშობლების შესახებ, რომელთა მოგონებებს და დანაშაულის გრძნობას სახლიდან გაქცეული, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე შვილის სიკვდილი აღვიძებს

მოამბე

მსგავსი