#მოამბე 21 საათზე, პირველი თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 01.02.2024
  • „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა და ყრილობა – დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, ირაკლი კობახიძის წარდგენა პრემიერად და პარტიის თავმჯდომარედ არჩეული ირაკლი ღარიბაშვილი; პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობის თითქმის უცვლელად დატოვებას გეგმავს; მმართველი გუნდის სტრატეგია და მიზნები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეები ახალი გაერთიანების შესაქმნელად, არა ერთგზის ნაცადი ტაქტიკა და მორიგი გადაჯგუფება – ოპოზიციის ნაწილისთვის ნიკა გვარამიას და მისი სავარაუდო მოკავშირეების დეკლარირებული განაცხადი არადამაჯერებელია და მათ ყოფილ პარტიაში დაბრუნებას ურჩევს; „გირჩი“ „ლელოს“ მიერ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნის ამბიციას არარეალისტურად მიიჩნევს
  • ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტი – კომპრომისების სანაცვლოდ ორბანთან მიღწეული შეთანხმება, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება და დასავლელ ლიდერთა გზავნილები ბრიუსელიდან
  • ოთარ იოსელიანის საიუბილეოდ დაგეგმილი რეტროსპექტივა – მეამბოხე რეჟისორის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და კანის, ვენეციის, „ბერლინალეს“ პრიზიორი და ლუი დელიუკისა და ფიპრესისარაერთგზის მფლობელი ფილმების ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში

მოამბე

მსგავსი