#მოამბე 21 საათზე, პირველი თებერვალი, 2023 #LIVE

21:00, 01.02.2023
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას საკადრო ცვლილებები მოჰყვა – დაპირისპირება ძალთა გადანაწილების პროცესში, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის საკადრო გადაწყვეტილებები და ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება ლევან ხაბეიშვილის პირველ ხმაურიან განცხადებაზე
  • ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვა – ხელისუფლებათა გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მოქალაქეები საფრანგეთის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის ქუჩებშიც გამოდიან; გაფიცულთა მოთხოვნები და ვითარება ევროპის ქვეყნებში
  • მომდევნო კვირიდან ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია იწყება – 13 მილიონი ლარი მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებები და ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
  • ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი მომზადებულ დასკვნაში წერს, რომ გელათის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები რესტავრაცია-კონსერვაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება – სპეციალისტთა ნაწილი ცენტრის მიერ გამოყოფილი ჯგუფის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს, განათლების სამინისტრო კი გამოქვეყნებულ დოკუმენტს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებების კრებულს უწოდებს

მოამბე

მსგავსი