#მოამბე 21 საათზე, პირველი თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 01.02.2021
  • ერთი დღე მანდატების საკითხის გადაწყვეტამდე და საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს – ხვალინდელი კენჭისყრა გადაწყვეტს, რა შემადგენლობით იმუშავებს პარლამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში; „გირჩი“ მმართველ გუნდს სთხოვს, ოპოზიციას ფართო წარმომადგენლობის შანსი დაუტოვოს; პარტნიორი ქვეყნები მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ;
  • „მოამბის“ მიერ არქივში მოპოვებული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვრის ხაზი ისე უნდა გაივლოს, სამონასტრო კომპლექსის სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დარჩეს, რადგან ის მეზობელ ქვეყანას სჭირდება – კომისია საზღვრების დადგენას, გამოძიება კი საეჭვო გარიგების გამოძიებას ცდილობს; დავით გარეჯის საქმე, პოლიტიკურ კონიუნქტურაში მოქცეული გადაწყვეტილება და ბერი კირიონის ექსკლუზიური ინტერვიუ პირველ არხს;
  • 2,65%-იანი დადებითობის მაჩვენებელი და საქართველო პირველ 18 ქვეყანას შორის, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს – პირველ რიგში მედ-პერსონალი აიცრება, შემდეგი სამიზნე ჯგუფი კი მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებია; კვირის ბოლოს ის ათი სამედიცინო დაწესებულებაც დასახელდება, რომელიც ვაქცინაციას განახორციელებს; შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მოსახლეობის 65%-ის აცრის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი;
  • ავღანეთის სამშვიდობო პროცესი სერიოზული გამოწვევის წინაშე და ახალი რეალობა აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ – ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთში შესაძლოა, მაისის შემდეგაც დარჩნენ; ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი გეგმის პარალელურად ავღანეთში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა; შეთანხმების დარღვევა დაძაბულობის ესკალაციის საფრთხეს ქმნის.

მსგავსი