#მოამბე 21 საათზე, პირველი ოქტომბერი, 2020 #LIVE
• უკიდურესად დაძაბული საომარი ვითარება მთიან ყარაბაღში და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი კომუნიკე – დაპირისპირებული მხარეების რიტორიკა დღითი დღე მძაფრდება; მსოფლიო ლიდერები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ; ევროკავშირი მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს
• გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრთა სახლები და ოფისები, რომლებიც კომისიაში 2006-2007 წლებში მუშაობდნენ; გამოძიება ამ წლებში მოქმედ კომისიას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთის შეთანხმების პროცესში საქართველოსთვის საზიანო შეთანხმებას ედავება – საქმის დეტალები და შეფასებები
• ინფიცირების 448 შემთხვევა ბოლო დღე ღამის განმავლობაში – საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მწვავდება, თუმცა სპეციალისტებს პროცესის დასტაბილურების მოლოდინი აქვთ
• პარლამენტის მანდატებისთვის 52 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს – უკვე ცნობილია, ვინ რა გუნდით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას; 2020 წლის საარჩევნო მარათონი, პოლიტიკურ პარტიათა სიები, გეგმები და პროგრამები