#მოამბე 21 საათზე, პირველი ნოემბერი, 2024 #LIVE
- ოპოზიცია გაბრაზებული ხალხის პროტესტზე აპელირებს და მათ მობილიზაციას კვლავ ქუჩაში ცდილობს, თუმცა გეგმას ამ დრომდე ვერ წარმოადგენს – ფავორიტი პარტიებით უკმაყოფილო ამომრჩეველი, ქუჩის უპერსპექტივობა და მორიგი რღვევა ოპოზიციურ ერთობაში
- კენჭისყრიდან ერთი კვირის თავზე, როცა ოპოზიცია კვლავ შესაძლო გაყალბების მტკიცებულებებს ეძებს, მმართველი პარტია ოპონენტებს სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენაში ადანაშაულებს – „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების დანაშაულებრივ სქემებზე საუბრობს და მასალების პროკურატურისთვის გადაგზავნას აანონსებს
- ოთხი დღე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე – უკიდურესად პოლარიზებული გარემო, შეურაცხმყოფელი რიტორიკა კანდიდატებს შორის და მთავარი გზავნილები; ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის მასშტაბით და მოლოდინები
- მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა – ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები და მაღალი მიმართვიანობა; დასაქმებაში ხელშეწყობა, კურსდამთავრებულთა შანსები და უცხოეთიდან შემოსულ სამუშაო ძალასთან.კონკურენციაში შესვლის მიზანი