#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2024 #LIVE

21:00, 01.03.2024
  • პარლამენტი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე საკანონმდებლო ინიციატივის ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება – მმართველი გუნდი რეზონანსულ კანონპროექტს ორ კვირაში წარადგენს; ხელისუფლების არგუმენტები და ოპოზიციის წინააღმდეგობა ჯერ კიდევ უცნობ დოკუმენტთან დაკავშირებით
  • პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა მოჰყვა – შეფასებას საპატრიარქოც მწვავედ ეხმაურება; მმართველი გუნდი პრეზიდენტს პატრიარქზე თავდასხმასა და ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი კვლავ სალომე ზურაბიშვილის დაცვის რეჟიმშია
  • პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის მთავრობაში – ახალი პრემიერის მიერ გათავისუფლებული ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები და სავარაუდო შემცვლელი
  • უმძიმესი ვითარება ღაზის სექტორში და შიმშილისა და დაღუპვისთვის განწირული მოსახლეობის დიდი ნაწილი – ჰუმანიტარული კოლონის შესვლით გამოწვეული ტრაგედია რეგიონის ჩრდილოეთით, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მომხდარის შესახებ და დასავლეთის გზავნილები​

მოამბე

მსგავსი