#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2021 #LIVE
• ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება – შეხვედრას, რომელიც დღეს ჩაინიშნა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრება; ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას; ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებული დიალოგის პერსპექტივა და პოლიტიკური შეფასებები;
• უპრეცედენტო ვერდიქტი საფრანგეთის უახლეს ისტორიაში და ფრანგული სასამართლოს მსჯავრი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს – კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, ნიკოლა სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება; ქვეყნის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს; პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებისთვის იგივე სასჯელი ერგო სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგს და მოსამართლე ჟიზბელ აზიბერის;
• ვაქცინაციის დაწყების თარიღი კვლავ უცნობია – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ქართული მხარე არ არის და მოწოდების ვადებმა მწარმოებელი კომპანიის მიზეზით გადაიწია; პირველ არხთან გაკეთებულ განცხადებაში „კოვაქს პლატფორმა“ შეფერხების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ ვაქცინის საჭირო რაოდენობა დროულად მიიღოს;
• 2021წლის ევროვიზიაზე საქართველოს შარშანდელი კონკურსანტი, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი წარადგენს – ახალი სიმღერა, რომლითაც კონკურსანტი როტერდამში, დიდ სცენაზე წარდგება, სპეციალურად ევროვიზიის კლიპისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული ნომერი თანამედროვე ბალეტის მონაწილეობით და ყველაზე მასშტაბური ვიდეორგოლი, რომლის პრემიერაც მარტის შუა რიცხვებში შედგება; კონკურსის ნახევარფინალური ტურები და ფინალი ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.