#მოამბე 21 საათზე, პირველი ივნისი, 2021 #LIVE
• პრემიერის ვიზიტი თურქეთში – დაგეგმილი შეხვედრები, განხილული საკითხები და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიულ პარტნიორთან
• საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით და გერმანიის ელჩის ინტერვიუ „მოამბეს“ – 19 აპრილის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს დასავლეთი კრიტიკით პასუხობს; ევროპარლამენტში პარტიას არაკონსტრუქციულობაზე მიუთითებენ
• საფრანგეთისა და გერმანიის მოწოდებას, „ჯაშუშურ სკანდალთან“ დაკავშირებით განცხადებები გააკეთონ, ვაშინგტონი და კოპენჰაგენი დუმილით პასუხობენ – გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ახორციელებდნენ თუ არა აშშ-ისა და დანიის სპეცსამსახურები ევროპელ მაღალჩინოსანთა ფარულ მიყურადებას
• თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და გამოწვევები – საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ პრიორიტეტად რჩება; კახა კალაძე „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს უპასუხებს