#მოამბე 21 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE

21:00, 01.07.2021

ლგბტქ თემმა ღონისძიებების აღნიშვნა დღეიდან დაიწყო – „პრაიდის“ ორგანიზატორები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია

• ნატო-ს სამხედრო წვრთნები და რუსეთის სამხედრო თამაშები შავ ზღვაში – რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია; რუსეთი წვრთნებს პროვოკაციად აფასებს, ალიანსი კი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრობს და უკან დახევას არ აპირებს

• სათამაშოების ხარისხზე კონტროლი მკაცრდება – კვლევაში ჩართული ბავშვების 60%-ს ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, რაც სპეციალისტების მტკიცებით, მოზარდის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას აფერხებს, მეტალით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი კი უხარისხო სათამაშოებია

• გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს – აკლდამა გაძარცულია, თუმცა სამარხში ნეშტთან ერთად მე-16 საუკუნით დათარიღებული ნაკეთობაც აღმოჩნდა; შთამომავლობის მიერ ლევან დიდად წოდებული მეფის ნეშტის კვლევა სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ჩატარდება

მოამბე

მსგავსი