#მოამბე 21 საათზე, პირველი დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 01.12.2023
  • საქართველოს პრემიერი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე და დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა – ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შარლ მიშელთან, აუდიენციაზე განხილული საკითხები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე; „მოამბე“ დუბაიდან
  • 7-დღიანი ზავის შემდეგ განახლებული საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში და რეგიონში შექმნილი ვითარება – ისრაელი სამხედრო ოპერაციის დაწყებას „ჰამასის“ მიერ ზავის პირობების დარღვევას უკავშირებს; საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ცეცხლის შეწყვეტის გზებს ეძებს
  • საქართველო და თურქეთი გაფორმებული მემორანდუმით სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებენ – ახალი შესაძლებლობა ქართველი მეზღვაურებისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე დასაქმების პერსპექტივა; სპეციალისტები სექტორის განვითარების შანსებსა და ქვეყნის ფინანსურ სარგებელზე საუბრობენ
  • კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე – 140-მდე გაციფრებული ფოტო, ფირზე გადატანილი საქართველოს სამეურნეო ცხოვრება გასულ საუკუნეში და ძველი თბილისის ხედები ცნობილი მხატვრის მდიდარ მემკვიდრეობაში

მოამბე

მსგავსი