#მოამბე 21 საათზე, პირველი აპრილი, 2024 #LIVE
- „გირჩის“ ინიციატივა პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ და პოლიტიკური ვნებათაღელვა – ოპოზიციური პარტიის წარდგენილ სადავო კანონპროექტს მმართველი გუნდი მხარს უჭერს, სანაცვლოდ კი „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისას უმრავლესობის პოზიციას გაიზიარებს; ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის მიღმა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს
- მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანია შენობების კედლებზე ინაცვლებს – წითლად შეღებილი წარწერები დედაქალაქის ქუჩებში და პოლიტიკური მოტივები; ე. წ. ვეტინგის მხარდამჭერი ოპოზიცია სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის ახალ ფორმას მხოლოდ მოქალაქეების ნებას უკავშირებს, „ქართული ოცნება“ კი განაჩენებით განაწყენებული ოპონენტების მხრიდან სასამართლოს დემონიზებასა და ინსტიტუციის მიმართ შურისძიებაზე საუბრობს
- ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული კანონპროექტი დღის წესრიგში რჩება – მმართველი პარტია ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გავრცელებაში უცხოური დაფინანსების მობილიზებასა და პროცესში ოპონენტთა ინტერესებზე საუბრობს; ოპოზიციის ნაწილი პროპაგანდის რისკებს ვერ ხედავს, ნაწილი კი საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებს; რეზონანსული ინიციატივა და პოლიტიკური შეფასებები
- მუნიციპალური არჩევნები თურქეთში – „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთა გამარჯვება ქვეყნის დიდ ქალაქებში და პოლიტიკური განცხადებები; პრეზიდენტი ერდოღანი არჩევნების შედეგებს აღიარებს და მომდევნო ოთხ წელიწადში განახლებისა და შეცდომების გამოსწორების პირობას დებს