#მოამბე 21 საათზე, 9 თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 09.02.2024
  • ირაკლი კობახიძის პირველი სამუშაო დღე პრემიერის რანგში და სამომავლო გეგმები – მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრის წარდგენა უწყების თანამშრომლებთან, ირაკლი ჩიქოვანის პრიორიტეტები და მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში
  • პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მესამე სექტორს – შალვა პაპუაშვილის კრიტიკა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში არასამთავრობოთა მიკერძოებული საქმიანობის შესახებ, უპასუხოდ დარჩენილი შეთავაზება დაფინანსების გასაჯაროებაზე და პოლიტიკური შეფასებები
  • ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ალექსანდრ სირსკით ცვლის – გადაწყვეტილების დეკლარირებული მიზეზები, პრეზიდენტსა და სამხედრო მაღალჩინოსანს შორის დაწყებული უთანხმოების ანატომია და მოქალაქეთა პოზიციები
  • სხვადასხვა პროდუქციაში ტყვიის შემცველობის მინიმუმამდე დაყვანილი ფაქტები და შემცირებული საფრთხე – ბავშვების სისხლში მომწამვლელი ნივთიერების მოხვედრის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები, დაწესებული რეგულაციები და შედეგები

მოამბე

მსგავსი