#მოამბე 21 საათზე, 9 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის ნაჩუქარი უნიკალური საგანძური საქართველოში დაბრუნდა – იოანე ზოსიმეს მიერ ხუცური ანბანით დაწერილი ტექსტი, მე-10 საუკუნით დათარიღებული პალიმფსესტი და ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერი სამშობლოში
- საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეუჩერებია – მოსარჩელეთა პოზიციები, პოლიტიკური სპექტრი არსებითი განხილვების მოლოდინში და შეფასებები
- 14 დეპუტატის ავტორობით მომზადებული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტართა ნაწილმა დაგმო, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა – „ქართული ოცნება“ რეზოლუციას არასერიოზულს და სამარცხვინოს უწოდებს, ოპოზიცია კი დოკუმენტის გზავნილებს ქართველი ამომრჩევლის გზამკვლევად განიხილავს
- საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში და პოლიტიკური პოზიციები – ოპოზიციის ნაწილი ტექსტში მოთხოვნას ვერ კითხულობს, მმართველი გუნდი კი დახურულ კარს მიღმა არსებული ზეწოლის გასაჯაროებაზე საუბრობს