#მოამბე 21 საათზე, 9 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- პირველი არხის მიერ მოპოვებული ორი მთავარი დოკუმენტი – 1938 წლის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენისას არ იქნა გამოყენებული და 80-იანი წლების რუკა, რომლის მიხედვითაც, უდაბნოს მონასტერი საქართველოს შემადგენლობაში არ ექცევა; როგორ გაქრა არქივებიდან 1938 წლის რუკის დედანი და რატომ არ მოხდა საქართველოსთვის მომგებიანი დოკუმენტის გამოყენება
- „მოამბე“ – ფრონტის წინა ხაზიდან – მთიანი ყარაბაღი, ფრონტის ხაზის ორივე მხარე და ცხოვრება ომის წესებით; მხარეთა ურთიერთბრალდებები, ბაქო-ერევნის პარტნიორთა გზავნილები და საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში
- საქართველოში ვირუსის გავრცელების გეოგრაფია იცვლება – წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ეპიდემია უკან იხევს, დედაქალაქსა და იმერეთში კი სტატისტიკა შესამჩნევად მზარდია; 12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში რეგულაციების დაცვა მკაცრდება; შრომის ინსპექცია მოქალაქეებსა და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს
- ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას იმ რეკომენდაციებს ახსენებს, რომელიც კანონში არ აისახა. ვენეციის კომისიის დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები